|
2018-03-16 14:36:12, 1695 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია
საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაში ატლანტიკური საბჭოსა და IRI -ის ორგანიზებით მიღება გაიმართა, რომელსაც ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატორები და აშშ-ს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მიღებაზე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვითა მიმართა და საქართველოსმტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ოკუპაციისა და რუსეთის ქმედებებთანდაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარ ქმედებებს იზოლაციისაკენ მიჰყავს. "როცა ვხედავთ რა ხდება და როგორ ვითარდება რუსეთის ფედერაცია, ვხედავთ რომ ეს არის პროცესი, რომლის შედეგებსაც ჩვენ დავინახავთ მომავალში - რუსეთი ჩაიკეტება, ისევე როგორც გარკვეულ ეტაპზე დაიხურა საბჭოთა კავშირი და ეს არის ცივი ომის იმიტაცია. სად არის ჩვენი ძალა? ჩვენი ძალა არ არის დაცულ საზღვრებში, პირიქით, ჩვენი ძალა არის ფართოდ გავუღოთ კარიმშვიდობისა და სიკეთის მსურველ ერებს, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ის სახელმწიფოები, რომლებმაცთავიანთი იდენტობა მიუძღვნეს უკეთესი მსოფლიოს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. დღეს აქ ვხედავ მეგობრებს სხვადასხვა ქალაქებიდან, რომლებიც პასუხობენ დიდ ბრიტანეთში მომხდარ მოვლენას. ესსწორედ ის არის, რაც უნდა ხდებოდეს - მეგობრები უნდა იყვნენ ერთად და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.სამხედრო ფორმაში შემოსილი ჩვენი ქალები და კაცები მტკიცედ დგანან, რათა ჩვენ დაგვიცვან. ისინი რისკავენ საკუთარისიცოცხლით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს უსაფრთხო. მჯერა, რომ, როგორც პოლიტიკურმა ლიდერებმა, იგივე უნდა გავაკეთოთ, რასაც ისინი ბრძოლის ველზე აკეთებენ - ერთადდავდგეთ მტკიცედ, იმ ღირებულებებისათვის, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს და ამავდროულად,დავიცავთ მათი მომავალი", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა ატლანტიკურ საბჭოს, NDI - ის, IRI - ის და საქართველოს საელჩოს გაწეული სამსახურისათვის დააღნიშნა, რომ კაპიტოლიუმში მათი შესრულებული სამუშაოების შედეგები უკვე იხილა. მიღებაზე სიტყვით გამოვიდნენ კონგრესმენი ელიოტ ენგელი და ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი დეიმონ ვილსონი.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)