15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 12:37:09, 1118 ნახვა

საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი გახსნა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის ახალი ოფისი საზეიმო ვითარებაში გახსნა.

ოფისში 114-ის სწრაფი რეაგირების ათი ოპერატიული ჯგუფი განთავსდება.

ახალი ოფისის გახსნაზე პირველ ვიცე-პრემიერს მეგზურობას უწევდა „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველი გიგლა თამაზაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რომა მიქაუტაძე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი და თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი.

კომპანიის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სწრაფი რეაგირების სამსახურის ცენტრი შეიქმნა. ამიერიდან, გაზის მიწოდება და წნევა  მთავარი ოფისიდან და აღნიშნული ცენტრიდან პარალელურად გაკონტროლდება, რითაც საავარიო სიტუაციების მართვა კიდევ უფრო ეფექტური გახდება.

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტად და უსაფრთხოდ მიწოდებისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სწრაფი რეაგირების სამსახურის 114-ის ჯგუფები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ. ისინი შემთხვევის ადგილზე პირველები გადიან და მათი მუშაობა კომპანიისთვის და მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ფასდაუდებელია.

ბუნებრივი გაზის მოხმარებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის და ბუნებრივი გაზის გაჟონვის შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დაუკავშირდეს კომპანიას ნომერზე 114.

პრობლემის დაფიქსირებისთანავე, 114-ის სწრაფი რეაგირების ჯგუფები მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოემსახურებიან აბონენტებს, ავარიული სიტუაციების დროს, თავად უზრუნველყოფენ კომპანიის სხვა სამსახურების ჩართვას შექმნილი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად.

სწრაფი რეაგირების სამსახურის, 114-ის ახალი  ოფისის გახსნა „ყაზტრანსგაზ-თბილისი" უსაფრთხოების სოციალურ კამპანიის „მეტი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში  დაიგეგმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics