01:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 20:43:14, 2477 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო სლოვაკეთის პრემიერი გადადგა

სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ DW იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მის პოსტს ქვეყნის ვიცე-პრემიერი პეტერ პალერგინი დაიკავებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა. 

ცნობისთვის, პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics