16:12 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 19:58:00, 2043 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს, იასინ ალ-რუმიანს შეხვდა.

შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და ორმხრივი ურთიერობების გაღრმავების აუცილებლობაზე.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საუდის არაბეთის სამეფოს საჯარო საინვესტიციო ფონდის გენერალურ დირექტორს გააცნო  საქართველოში მიმდინარე პროცესები და განვითარების მიმართულებები. განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივა ისეთი მნიშვნელოვან სექტორებში როგორიცაა:ლოგისტიკა, ტურიზმი,  ვაჭრობა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების მნიშვნელობას და ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის არსებობას.  

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics