14:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 20:16:55, 406 ნახვა

პოლიტიკა
ჰაინც ფიშერი: ასოცირების შეთანხმება ქვეყნებს აახლოვებს და მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ არ არის მიმართული

„ასოცირების  შეთანხმება ქვეყნებს  აახლოვებს და მესამე სახელმწიფოს  წინააღმდეგ არ არის მიმართული“,-ამის შესახებ  ავსტრიის პრეზიდენტმა ჰაინც ფიშერმა  საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით,  ავსტრიის პოზიცია ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით არის მკაფიო და ცალსახა.

„ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მკაფიო, რომ ასეთი ტიპის ასოცირების  შეთანხმება აახლოვებს  სახელმწიფოებს მათ ეკონომიკას, მათ ეკონომიკურ  მდგომარეობას, არ არის მიმართული მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ.   ამავდროულად ჩვენ  ვფიქრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონი არის  ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი, რომელსაც აქვს ერთობლივი ნიშნები ევროკავშირის მიმართ.  და სწორედ ამ ერთობლიობაზე უნდა ვიყოთ  მაქსიმალურად ორიენტირებული.  საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა მათ შორის  განვითარების, თანაშრომლობის თვალსაზრისით ავსტრიისთვის“,-განაცხადა ფიშერმა.

როგორც ფიშერმა აღნიშნა,, 2017 წელს ავსტრია გახდება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა.

„ამ ორგანზიაციას კი აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა მშვიდობის შესანარჩუნებლად და მაქსიმალურად შეეცდება მშვიდობის უზრუნველყოფას, მათ შორის, საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით“,-განაცხადა ფიშერმა.

ამასთან, ავსტრიის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა  საქართველოს პრეზიდენტს  გიორგი მარგველაშვილს მოწვევისთვის და დასძინა, რომ ის რეალურად მოწადინებულია,    ავსტრიამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას საქართველოსთან მიმართებაში.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics