|
2018-03-15 12:46:28, 1652 ნახვა
ეკონომიკა
ანანიაშვილი: Check in Georgia არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა ჩამეტარებინა საბალეტო ფესტივალი
„ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში მართლაც ბევრი ფესტივალია და კულტურა ასეთ მაღალ დონეზე გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციას განაცხადა. „ჩექინ ჯორჯია" არის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა გასულ წელს პირველად ჩამეტარებინა ბალეტის ფესტივალი. დიდი ხანი მინდოდა ამის გაკეთება, მაგრამ იმის გამო, რომ ოპერის თეატრში ამის საშუალება არ იყო, ეს ვერ შევძელი. თუმცა დღესდღეობით თეატრი უკვე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და შესაძლებლობებით. დღეს ნამდვილად გვაქვს 21-ე საუკუნის შესაბამისი პირობები და აღარ გვრცხვენია დავპატიჟოთ უმაღლესი დონის მოცეკვავე თუ მომღერალი", - აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუ საბალეტო ფესტივალს მუდმივი სახე მიეცემა და ფესტივალის მაყურებელთა შორის იქნებიან ტურისტებიც, რომლებიც სპეციალურად ჩამოვლენ ფესტივალის სანახავად. Check in Georgia 2018 წელს 300-მდე ღონისძიებას, მათ შორის საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტის წლევანდელი ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)