00:43 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:13:28, 1370 ნახვა

კომენტარი
იტალიის ელჩი: Check in Georgia-ს ფარგლებში მიქელანჯელოს, ტიციანის, ლეონარდოსა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების გამოფენები მოეწყობა

„ტურიზმი უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და მიმაჩნია, რომ ტურიზმი საქართველოს ნავთობია" - ამის შესახებ იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ Check in Georgia 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ მადლობა გადაუხადა პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, რომ იტალიის საელჩოს საქართველოში Check in Georgia-ს პროექტში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

ელჩის განცხადებით, წლევანდელ Check in Georgia-ს ფარგლებში იტალიური მხარე ბევრი ფესტივალის ორგანიზებაში მონაწილეობს და მომავალშიცგააგრძელებს მონაწილეობას.

„ჩვენი მთავარი სურვილი იყო, ჩავრთულიყავით და გვეთანამშრომლა ისეთ ღონისძიებაში, რომელიც მანამდე საქართველოში არ გამართულა და ესარის მსოფლიოს უნივერსალური, დიდოსტატი მხატვრების გამოფენა. ჩვენ დავიწყეთ ბოტიჩელითა და კარავაჯოთი და წელს ვაგრძელებთ ისეთი დიდისახელით, როგორიც არის მიქელანჯელო", - განაცხადა ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

იტალიის ელჩის თქმით, მაისიდან აგვისტოს ჩათვლით, Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება სამი გამოფენა, მათ შორის ერთ-ერთი არის რენესანსისპერიოდის გრაფიკა, ლეონარდოს, მიქელანჯელოს, ბოტიჩელის, რაფაელისა და ბევრი დიდოსტატის ნამუშევრის გამოფენით.

მისი განცხადებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ფერთა დიდოსტატის, ტიციანის ორიგინალი მადონა ბავშვით, იქნება თანამედროვე იტალიურიხელოვნების გამოფენა და ყველა გამოფენა გაიხსნება მუზეუმების საერთაშორისო დღეს 18 მაისს. აგვისტო-სექტემბერში კი იქნება გამოფენა, რომელიცმიეძღვნება ბაროკოს პერიოდს.

„ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობისა და Check in Georgia-ს მტკიცე მხარდაჭერა", - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics