|
2018-03-14 22:13:15, 2288 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლბერიში, რუსული დაზვერვის ყოფილ ოფიცერ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას ეხმაურება. როგორც მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მომხდარს მკაცრად გმობს და დიდი ბრიტანეთს მხარდაჭერას უცხადებს. "მკაცრად ვგმობთ ნერვულ-პარალიზებადი ნივთიერების გამოყენებით სოლსბერიში მომხდარ თავდასხმას. საქართველო ბრიტანელი ხალხისა და მთავრობის გვერდით დგას. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს - გაერთიანებულ სამეფოს სამართლიანობის სწრაფვაში", - ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში, რომელსაც მინისტრი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)