|
2018-03-14 17:42:27, 1545 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სამუშაო ვიზიტით, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება. დღეს, საუდის არაბეთის დედაქალაქში საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საუდის არაბეთის სამეფოსფინანსთა მინისტრმა, მოჰამმად აბდულლაჰ ალ-ჯადაანმა. აღნიშნული შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელიშეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. დღესვე, შედგა პირისპირ შეხვედრა ორ მინისტრს შორის. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში განვითარებულიმოვლენები, ორმხრივი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული საინვესტიციოკლიმატისა და ბიზნესგარემოს, იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ხელს უწყობენბიზნესის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურისსექტორებში თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, რაცგამოიხატება საქართველოში საუდის არაბეთიდან ვიზიტორების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდით. ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტებისგაცვლა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში პარტნიორობა, ხელს შეუწყობს საქართველოსა და საუდისარაბეთის სამეფოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთში გიორგი ჯანჯღავადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)