2018-03-14 16:31:25, 1904 ნახვა
საზოგადოება
მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა, - ამის შესახებ "ექსპორესნიუსს" სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, მოძრაობა 15:45 საათზე აღდგა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა 2 საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. შეფერხების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
ავტორი: ,