|
2018-03-14 15:15:38, 1659 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: უნდა ვიყოთ მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს „უკანა ეზოს“ პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება
"საქართველოს გზა დასავლეთისაკენ, როდესაც თავისუფლება ხდება ღირებულება"- ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მარგველაშვილმა თავისუფლების, უსაფრთხოების გამოწვევების, რუსული აგრესიისა და საქართველოს 100 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე და საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა. პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული ტიპის პატარა ქვეყანა უწოდა, რომელსაც ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანების დიდი ამბიცია აქვს. "ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მდებარეობით - აზიასა და ევროპის ბაზრების დამაკავშირებელი გზით. თუმცა, საქართველო თავისი პოლიტიკური არჩევანის გამო რუსეთის მიერ დაისაჯა. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი, ჯანსაღი ამბიცია დასავლური მისწრაფებებისადმი ერთგულება, რუსეთისათვის მიუღებელი აღმოჩნდა", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ტერიტორიების 20 % ოკუპირებულია, თუმცა საქართველო თავისი გზის გაძლიერებას ცდილობს. მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ვითარდება და მისი მოსახლეობაც, შესაბამისად, იზოლირებულია განვითარებისაგან. „როცა ისინი ხედავენ, როგორ მიდის წინ და ვითარდება საქართველო, როცა თავის პრობლემებს წყვეტს დამოუკიდებლად, ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერით ვიცავთ მათ უფლებებს, როცა ხედავენ ამ სიკეთეებს, - რეალურად, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს და არა რუსეთის,რომელიც ვერ დაიკვეხნის თავისი განვითარებით“,-განაცხადა მარგველაშვილმა. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 16 საუკუნისწინ გააკეთა ევროპული არჩევანი. „ქვეყანამ აირჩია ქრისტიანობა, რაც ერის იდენტობისა და პოლიტიკური მიმართულების არჩევანიდა იმ სახელმწიფოთა ჯგუფის მიმართ ორიენტირება იყო, რომლებიც ევროპულად ვითარდებოდნენ. საქართველომ შეძლოამ არჩევანის შენარჩუნება“,- აღნიშნა მან. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ოკუპაცია 2008 წლამდე ბევრად ადრე დაიწყო და მიმდინარე მოვლენების ფონზე სრული სურათის დანახვა უნდა შევძლოთ. "ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომთმენნი და ვაღიაროთ, რომ რუსეთი საქართველოს "უკანა ეზოს" პოლიტიკის თვალსაზრისით უდგება. სრული სურათი უნდა დავინახოთ: ფაქტია, რომ როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობასთან დაკავშირებით პოზიტიური სიგნალები მიიღო, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და ჰიბრიდული ომის გზით მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია90-იან წლებში დაიწყო, მაშინ საქართველო არ საუბრობდა არც ნატო-ში და არც ევროკავშირში ინტეგრაციაზე, მაშინ საქართველოს არ ჰქონდა არანაირად ამის პირობები. მაშინ რუსეთმა რეაგირება მოახდინა საქართველოს დამოკიდებულებაზე, მის დამოუკიდებელ არჩევანზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ მას აქვს პრივილეგირებული უფლებები იმ ერებზე, რომლებიც დამოუკიდებლად ვითარდებოდნენ მრავალი წლის განმავლობაში. საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის არაპოლიტიკურ ურთიერთობებს, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, საქართველოსთან მიმართებაშიევროკავშირის პოლიტიკას, ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობას და საქართველოს მოლოდინებს შეეხებოდა.
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)