13:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 15:08:46, 1698 ნახვა

ეკონომიკა
ქუვეითური ავიაკომპანია თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის „Jazeera Airways" პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა.

შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს უახლოეს პერიოდში „Jazeera Airways"-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ.

აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics