15:18 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 13:05:22, 1684 ნახვა

საზოგადოება
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვას გმობს

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვის ფაქტს გმობს.

როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ვანდალური ფაქტია, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. 

„ქართველი მუსლიმების სახელით ვგმობთ  2018 წლის 12 მარტს ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტს,  კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის თაობაზე.

ვფიქრობთ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამავე დროს დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს.

მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას.  ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლინობის აღდგენას და მეორეს მხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.

ვფიქრობთ სხვადასხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ღიად და კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ფაქტი და შესაბამისი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი“, - ნათქვამია ტარიელ ნაკაიძის განცხადებაში.

ცნობისთვის, ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics