15:19 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 11:10:22, 1432 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ეპიდზედამხედველობის ეფექტურ სისტემას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. 

ლაბორატორიის სპეციალისტები დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS AVR-ის) მოდულზე სიახლეებს გაეცნენ. 

მოდული ითვალისწინებს  ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების ეფექტურ სისტემას. ასევე, მიღებული მონაცემებისა და ტექნოლოგიების გაზიარებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე დარგის სხვა სპეციალისტებთან.

ზედამხედველობის პირველი ელექტრონული მოდული GeoEpid,  საქართველოში დაინერგა 2005 წელს. მის ძირითად ფუნქციებში შედიოდა სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, აგრეთვე ეპიდკვლევას დაქვემდებარებული, ვაქცინით-მართვად დაავადებათა შემთხვევების რეგისტრაცია და სწრაფი ანალიზი. 

დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა დაიწყო 2004 წელს, როგორც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ზედამხედველობის ხელსაწყო.  

2010 წლიდან,  სისტემა მოიცავს ყველა იმ დაავადებასა თუ მდგომარეობას, რომელიც ექვემდებარება ეპიდზედამხედველობას. 2012 წლიდან, EIDSS-ი  წარმოადგენს ზედამხედველობის ერთადერთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: შემთხვევაზე დაფუძნებული ინფორმაციის რეგისტრაციას; აგრეგირებული ინფორმაციის რეგისტრაციას; სამედიცინო სტატისტიკისათვის სტანდარტულ ანგარიშებსა და სხვადასხვა ცვლადებისა და პარამეტრების ანალიზს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics