14:57 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-18 18:01:55, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით პატარაია: ავსტრიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ამ ვიზიტით უფრო მაღალ საფეხურზე ავა

„ავსტრიის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანამშრომლობის თვალსაზრიისთ,  უფრო მაღალ საფეხურზე ავა“,-ამის შესახებ პრეზიდნეტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ავსტრიის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უფრო მაღალ საფეხურზე ავა თანამშრომლობის და მეგობრობის თვალსაზრისით. ამ ვიზიტის ფარგლებში მე უპირველეს ყოვლისა გამოვყოფდი გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებს, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ამ მიმართულებით ავსტრიის მხარადაჭერას. აგრეთვე, ბუნებრივია ეკონომიკურ თემატიკას. იქნება მსჯელობა აუცილებლად ეკონომიკური მიმართულებით ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,-განაცხადა დავით პატარაიამ.

საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგას ამწუთებში პირისპირ ხვდება. მანამდე პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგას  საქართველოში აკრედიტებული  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები და საქართველოს მთავრობის  წევრები წარუდგინა, ხოლო ჰაინც ფიშერმა  საქართველოს პრეზიდენტს  ავსტრიის დელეგაციის წევრები გააცნო.

ავსტრიის პრეზიდნეტი ჰაინც ფიშერი  გიორგი მარგველაშვილის მოწვევით საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics