00:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:55:17, 1609 ნახვა

სამართალი
GDI „ბირჟა მაფიის“ საქმეზე მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს

GDI-მ (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა) „ბირჟა მაფიის" საქმეზე, გიორგი ქებურიასთვის სახელმწიფოს მიერ უკანონო ქმედებებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, პროკურატურამ გიორგი ქებურიას ზიანის ანაზღაურების მიზნით, 36 920 ლარი უნდა გადაუხადოს.

"გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. „ბირჟა მაფიის" წევრების დაკავება საეჭვოდ დაემთხვა მათი ახალი მუსიკალური კლიპის გასაჯაროებას, სადაც ავტორები პოლიციას ასარჟებდნენ. ამ გარემოებამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ დაკავება მუსიკოსების სადამსჯელო ღონისძიება უფრო იყო, ვიდრე მათ მიმართწარმოებული სამართლებრივი პროცედურა. 2017 წლის 15 დეკემბერს კი,ქ. თბილისისპროკურატურამ გიორგი ქებურიას მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო შეწყვიტა.

GDI-ს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გიორგი ქებურიას უნდა აუნაზღაუროს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი ჯამში 36 920 ლარის ოდენობით. გარდა ზიანის ანაზღაურებისა, აღნიშნული სამართლწარმოება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზრდას.

GDI გიორგი ქებურიას ინტერესებს იცავს პროექტ „პოლიციის მიერ წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება კვლევისა და სტრატეგიული სამართალწარმეობის გზით". პროექტი ხორციელდება ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics