17:59 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 12:26:18, 1421 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ქართული მხარე დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას არ აპირებს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, ჟენევის ფორმატი რუსეთთან კონფლიქტის დარეგულირების ერთადერთი უპირობო ფორმატია.

როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ დიალოგზე წასვლას არ აპირებს.

"ვფიქრობ, რომ პრემიერის განცხადებაში ძალიან ცალსახად იყო ხაზგასმული ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც მათ შორის გახლავთ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოწესრიგების წინაპირობა. ვგულისხმობ კონფლიქტების მოგვარებას, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. ამის ნაწილია არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიაც. ქმედითი პასუხი იქნებოდა ოჯახისთვის ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა არა იმის გამო, რომ ვინმეს კეთილი ნების გამოხატულება იქნებოდა, არამედ იმის გამო, რომ ეს უკავშირდება პასუხისმგებლობას ამ რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. რაც შეეხება პირდაპირ დიალოგს ოკუპირებულ რეგიონებთან, ის არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ისთებლიშმენტს ეს კარგად ესმის. საუბარია ოკუპირებული რეგიონის საზოგადოებასთან დიალოგზე. ბუნებრივია იმ ფორმატში, რომელსაც მოითხოვს კონფლიქტების მოგვარების ჩართულობისა და შერიგების ამოცანები", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics