|
2018-03-13 11:03:43, 3078 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს
თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. „თბილისელებისთვის და პირადად ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მერისთვის, ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევა და მიზანია, თბილისი თანამედროვე, კომფორტული ქალაქი იყოს, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოწესრიგებული იქნება. ჩვენ ამ სულისკვეთებით მოვედით და თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, სამუშაო დღე ამ მიზნის განხორციელებისკენაა მიმართული. ჩვენ მიერ დასახელებული სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი კერძო ავტომობილების როლის შემცირება და ფეხით მოსიარულეებზე მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული სისტემის დამკვიდრებაა, სადაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი პარკირების სისტემის მოგვარებაა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თანამედროვე, სამართლიანი პარკირების სისტემა, ერთი მხრივ, ორიენტირებული იქნება ახალი საპარკინგე ადგილების შექმნაზე, მეორე მხრივ კი, ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ეფექტიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების ხელშეწყობაზე. „განვითარებასთან და მაღალ სტანდარტებთან რადიკალურად შეუთავსებელია და პირადად ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია არაკეთილსინდისიერი მიდგომები. მიუღებელია მოქალაქეების უფლებების შელახვა. არანაირად არ შევურიგდები არცერთი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას. ჩვენ ქალაქის უკეთეს მომავალს საზოგადოებასთან ერთად ვქმნით და საზოგადოებრივი მომსახურებების სამართლიან და მაღალ სტანდარტებს ვნერგავთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, დღესდღეობით, საზოგადოებრივ ინტერესებთან, სამართლიანობასა და მაღალ სტანდარტებთან კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა ნათლად გამოიკვეთა. „ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზად იქცა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება შევწყვიტოთ. გადაწყვეტილება ძალაში შევა 2018 წლის 10 აპრილიდან. კონტრაქტის გაუქმების დღიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს“, - განაცხადა თბილისის მერმა. (NS)
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)