14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-13 10:20:54, 1658 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო რე-აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო ექსპერტებმა ახლად დანერგილი მეთოდების სტანდარტთან შესაბამისობა პირველადი დასკვნით დადებითად შეაფასეს.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აკრედიტაციას ISO 17025:2005 სტანდარტზე 2014 წლიდან ფლობს.

რე-აკრედიტაციის პროცესი პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია, მომხმარებლებისთვის  საერთაშორისო სტანდარტის სერვისის უზრუნველყოფა.

იმისათვის, რომ ლაბორატორიამ წარმატებით გაიაროს რე-აკრედიტაციის პროცესი, მოწმდება სხვადასხვა მახასიათებელი: სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, დოკუმენტაცია, აპარატურის შესაბამისობა, პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა.

ერთი კვირის მანძილზე, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს  ANAB ( ANSI-ASQ National Accreditation Board) -ის აუდიტორი, რასოლოუ დიალო აკვირდებოდა თუ რამდენად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს ლაბორატორიებში დანერგილი მეთოდები.

ANAB-ის სპეციალისტი იმყოფებოდა, როგორც თბილისის, ასევე, ქუთაისისა და ახალციხის რეგიონულ ლაბორატორიებში.

ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე  საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის; საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება   გამოცდების შედეგების  უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics