21:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 18:41:15, 1520 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე

„რეზოლუციის მისაღებად უახლოეს სესიამდე ჩვენ გვაქვს კიდევ დრო. კონსულტაციები გრძელდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით  საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგა, თუმცა, საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმრავლესობას აქვს საკუთარი ვერსია, მათ შორის, სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე.

თალაკვაძის განცხადებით, ტექსტის საბოლოო ვარიანტი საჯარო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება სესიამდე, მას შემდეგ, რაც პოზიციები საბოლოოდ ჩამოყალიბდება პარლამენტში.

„დღეს უმცირესობას შევთავაზეთ ტექსტის ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩანაწერის ვერსია სიასთან დაკავშირებით. მათ გვითხრეს, რომ კონსულტაციებს გაივლიან გუნდში და მორიგი კონსულტაციის დროს, უკვე მორიგ შეხვედრაზე გვეცოდინება უმცირესობის პოზიცია რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. საბოლოო ტექსტი გახდება საჯარო მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება საბოლოო შეთანხმება სესიაზე მის გატანამდე, ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით უმცირესობას შევთავაზეთ ჩვენი ვერსია, მათ შორის ჩვენი ვერსია სიასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე, რომელიც  საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს გულისხმობს",-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics