|
2018-03-12 12:16:35, 1777 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა ლონდონში
11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE" (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ. გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს წარმოდგენილია შემდეგი კომპანიები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „ბაბანეურის მარანი", „ნათენაძის მარანი", „შატო ხაშმი", „მეღვინეობა ეთნო", „მეღვინეობა ველინო", „ნიკალას საოჯახო მარანი", „მეღვინეობა ტიბაანი". გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა. საქართველო ,,RAW WINE"-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)