14:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 10:22:44, 1626 ნახვა

საზოგადოება
რეგიონებში შშმ პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი იწყება

საქართველოს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ოჯახის წევრების გაძლიერების პროექტი იწყება.

ორგანიზაცია „ხელი ხელსა“ და შვეიცარული ასოციაცია MTE -ს (Meet-Train-Encourage-შეხვდი–ასწავლე–წაახალისე) ინიციატივით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, მ.შ. ბავშვების მშობლებისთვის და მათთან დაკავშირებული პროფესიონალებისთვის  სამუშაო სახის შეხვედრები იწყება.  პროექტის პირველი ტური სიღნაღში 12 – დან 17 მარტამდე შედგება.  შეხვედრების განმავლობაში მშობლები შვილების ბაზისური მხარდაჭერისა და დახმარების ტექნიკების შესახებ ინფორმაციასა და პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ. შშმ პირთა ოჯახის წევრებისა და მზრუნველების გაძლიერებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ქართველი („ხელი ხელს“) და შვეიცარიელ (MTE) პროფესიონალთა ჯგუფი იზრუნებს.

სემინარების პარალელურად შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა ერთობლივი შემოქმედებითი აქტივობები გაიმართება. ღონისძიებები ფოტო გადაღებებს, თიხაზე მუშაობას, მუსიკალურ სწავლებებსა და სხვა ინიციატივებს მოიცავს. თითოეული კვირის ბოლოს კი მოზარდების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა და პროექტის ერთი ტურის საზეიმო დახურვა მოეწყობა.

პროგრამა შვეიცარიელი დიპლომატი, ჰეიდი ტალიავინის პატრონაჟით მიმდინარეობს. სიღნაღის შემდეგ პროექტს გურჯაანი 19-დან – 25 მარტამდე უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ საპილოტე პროგრამა საქართველოში 2017 წელს დაიწყო. სამუშაო შეხვედრებისთვის შეირჩა ის ქართული მუნიციპალიტეტები და სოფლები, რომლებშიც თერაპიული სერვისები არ არსებობს. ინიციატივის მიზანი შშმ ბავშვების მშობლების გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა დამოუკიდებლობის გაზრდა, ინკლუზიისა და თანატოლებში სოციალიზაციის გაუმჯობესებაა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics