11:59 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-12 00:33:20, 1723 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე: გათავისუფლებულ მოქალაქეებს წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, კახა საბანაძის განცხადებით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

ამ დროისთვის, ორივე მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის შენობაში იმყოფება. ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უკვე შეხვდა. „გათავისუფლებული არიან საქართველოს მოქალაქეები - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი. ისინი უკვე იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მაქსიმალური გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ახალგაზრდების დროული გათავისუფლება", - განაცხადა კახა  საბანაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, გათავისუფლებულ მოქალაქეებს  წამების არანაირი კვალი არ აღენიშნებათ.  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, კახა საბანაძემ განაცხადა, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
"როგორც მოგეხსენებათ, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლების საფუძველზე, მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ პროცესებს", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics