14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 15:07:46, 2001 ნახვა

საზოგადოება
ბათუმი ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს უმასპინძლებს

"ლექსების გამოფენა-ასი სიტყვა“, - ასე ჰქვია ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს, რომელსაც ა(ა)იპ "ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი“ ბათუმში, 19-20 მაისს ჩაატარებს. მანამდე კი, ლიტერატურულ კონკურსში (პოეზიაში) მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში, ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ერთი ლექსი. გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი – 1000 ლარი; მეორე ადგილი – 700 ლარი; მესამე ადგილი – 500 ლარი.

ასევე, კიდევ ერთ კატეგორიაში - "მინიატურული პროზა - ასი სიტყვა" მონაწილეობის მსურველმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინოს ქართულ ენაზე დაწერილი, ბეჭდვით გამოცემებში, ან ინტერნეტსივრცეში გამოუქვეყნებელი ასსიტყვიანი, ერთი პროზაული ნაწარმოები (სათაური არ ითვლება სიტყვათა რაოდენობაში).

გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი პრიზები: პირველი ადგილი – 1000 ლარი; მეორე ადგილი – 700 ლარი; მესამე ადგილი – 500 ლარი. ერთ ავტორს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს როგორც პროზაში, ასევე, პოეზიაში. ავტორებმა ნამუშევრები 26 მარტამდე უნდა გაგზავნონ შემდეგ მისამართზე: leqsebisgamofena2017@gmail.com, აუცილებელია სახელის, გვარისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითება.

ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია საუკეთესო ნაწარმოებებისაგან შედგენილი კრებულის დაბეჭდვა. ჟიურის შემადგნლობაში არიან: როსტომ ჩხეიძე, ანი კოპალიანი, ალექსანდრე ელერდაშვილი, როინ აბუსელიძე, ჯემალ ინჯია.

ნაწარმოებების ავტორთა ვინაობა ჟიურისთვის უცნობია გამარჯვებულთა გამოვლენამდე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics