14:05 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 10:59:40, 1591 ნახვა

საზოგადოება
ქართული აგრონომების ცოდნის ასამაღლებლად USAID მხარდაჭერით პროგრამა განხორციელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბროკ ბირმენიმპრაქტიკოს აგრონომების ტრენინგ პროგრამის დახურვის ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. 

პროგრამაში ჩართული იყოსაქართველოს 10 რეგიონი. 7 ქალაქში 96 თეორიული და 60 პრაქტიკული სესიაჩატარდა დამასში მონაწილეობდნენ მაღალკვალიფიციური ექპერტები.
როგორც მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ აღნიშნა, აშშ სოფლის განვითარების კუთხით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერი ქვეყანაა.

„ექსტენციის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი დარგის განვითარებისთვის, ვინაიდან სწორედ ექსტენციის მეშვეობით ფერმერთან ჩვენ მიგვაქვს ცოდნა და ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ, რათა ამაღლდეს მათი კონკურენტუნარიანობა. ეს პროექტი ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ ფერმერებთან, ამ სასერთიფიკაციო კურსებში აღიჭურვნენ ახალი უნარჩვევებით, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული და სამომავლოდ ამ ცოდნას გადასცემენ ფერმერებს,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებმა პრაქტიკოსი აგრონომების ცოდნის გაღრმავება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების, მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის, არატრადიციული კულტურების და ახალი ჯიშების შესახებ ამომწურავი ინფორმაციამიიღეს,  რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ექსტენციის სერვისის ეფექტიანობის გაზრდას.რეგიონალურ უნივესრიტეტებში ჩატარდა რამდენიმე სემინარი ისეთ აქტუალურ თემებზე, როგრიცაა მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებია. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მსგავსი პროექტების განხორციელება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვასწავლოთ ფერმერებს და გავუზიაროთ მათ ის  ინფორმაცია, რაც მართლა გამოადგებათ მომავალში, ჩვენ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თავიანთი ცოდნა გაუზიარონ სხვებსაც, რათა უფრო მეტად შეუწყონ ხელი სოფლის მეურნეობის განვითარებას,“ - განაცხადა ბროკ ბირმენიმ. 

პროგრამა განხორციელდა საქართველოს აგრარული და სამი რეგიონული უნივერსიტეტის მეშვეობით, და საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების  103-მა თანამშრომელმა. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics