12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-09 18:51:22, 1700 ნახვა

საზოგადოება
ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

ამინდის გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. 

რეკომენდაციებს "ექსპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით შენობის გარეთ: იპოვეთ შენობა და შეაფარეთ თავი; დაიცავით სხეულის მგრძნობიარე ნაწილები (სახე, კიდურები); დარეკეთ 112-ში; შეინარჩუნეთ სიმშვიდე და არ აჰყვეთ პანიკას; დაელოდეთ სამაშველო რაზმს. 

იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ძლიერი ქარის დროს, როცა ვიმყოფებით დახურულ სივრცეში:
მყარად დაამაგრეთ ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს ძლიერი ქარის შედეგად; დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები, რათა დაიცვათ თავი დამტვრეული მინისგან; მიიღეთ განახლებული ინფორმაცია ამინდის პროგნოზის ან/და ევაკუაციის გეგმის შესახებ; იმ შემთხვევაში, თუ იმყოფებით ევაკუაციის ზონაში, ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქციებს ან დარეკეთ 112-ში", - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის რეკომენდაციებში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics