|
2018-03-09 15:37:47, 1622 ნახვა
კომენტარი
წერეთელი პრემიერის განცხადებაზე: შეიძლება ლოგიკურია, რომ სწორედ რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდო, პროცესში ჩაერთოს
„ზოგადად ის, რომ ხელისუფლებას მოუწოდო, ჩაერთოს ამ პროცესში, შეიძლება ლოგიკურია, ბუნებრივია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს გააჩნია. სწორედ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, ალბათ, ქმედითად ჩაერიოს ამ საკითხში(ტატუნაშვილის გადმოსვენება)“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვას, რომ რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივი ნაბიჯები გადადგან. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებაში მიღებული გადაწყვეტილება, რომ მოლაპარაკებებისკენ ნაბიჯი გადაიდგას, შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავლის მცდელობაა. თუმცა გიგი წერეთელისთვის უცნობია, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მას: „ზოგადად ის, რომ ხელისუფლებას მოუწოდო ჩაერთოს ამ პროცესში, შეიძლება ლოგიკურია, ბუნებრივია, ეს არის რუსეთის პასუხისმგებლობა და არა ვინმესი, კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა რუსეთს გააჩნია და სწორედ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია, ალბათ, ქმედითად ჩაერიოს ამ საკითხში, რომელმაც მიიღო სრულიად ამორალური ფორმა და ყველანაირი წითელი ხაზები გადაიკვეთა, როდესაც უკვე ამდენი ხანია ხდება ამ პროცესის გაჭიანურება და გარდა იმ მძიმე დანაშაულისა, რაც მოხდა, ადამიანის მკვლელობის თვალსაზრისით, ჩვენი თანამემამულის, უკვე 2 კვირაა მიმდინარეობს გარკვეული კამპანია, რომელიც მძიმეა აღსაქმელად, გადმოსვენების პრობლემა მაქვს მხედველობაში. საქართველოს ხელისუფლებაში მიღებული გადაწყვეტილება, რომ ასეთი ნაბიჯი გადაიდგას, ვფიქრობ, არის ბოლო რაღაც მცდელობა ხელისუფლების მხრიდან და რას მოიტანს ვერ გეტყვით, ზუსტად ამის თქმა ძნელია. არსებობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება, საერთაშორისო ზეწოლა, თუმცა რუსეთი ყოველთვის ცდილობს, დაანახოს, რომ მასზე დიდად ეს არ ჭრის, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ ამ ზეწოლისგან, თუ სანქციებისგან საკმაოდ მძიმე შედეგს. ერთია, რომ არ შეიმჩნიო, მაგრამ მეორეა,რეალურად რაც ხდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო აზრის მობილიზებას და ზეწოლას რუსეთზე“,-განაცხადა გიგი წერეთელმა და აქვე დასძინა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს რუსეთზე ზეწოლის უფრო ქმედითი მექანიზმები ჰქონოდა: „კარგი იქნებოდა, ბუნებრივია, რომ ჩვენ უფრო ქმედითი მექანიზმები გვქონოდა და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებულიყო უფრო აქტიური ზეწოლის მექანიზმი, შეეხებოდა ჟენევის მოლაპარაკებას, თუ სხვა ფორმატებს, მაგრამ დღეს არ შემიძლია ვთქვა, რო პრემიერს არ ჰქონდა ამის უფლება, პირიქით შეიძლება უფრო მკაცრად, პრინციპულადაც მიეთითოს რუსეთის ხელისუფლებას იმ ვალდებულებებზე, პასუხისმგებლობაზე, რომელიც თავად აქვს აღებული, სწორედ 12 აგვისტოს ხელშეკრულებით და ამ ხელშეკრულების პუნქტები რომ შესრულებულიყო, დარწმუნებული ვარ, დღეს სხვაგვარი ვითარება იქნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ოკუპაციის მძიმე შედეგები არ იქნებოდა სახეზე. ვნახოთ, მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ყველა ღონეს მიმართოს, რადგან ბუნებრივია, მთავარი ასე ვთქვათ ფიგურანტი ხელისუფლებაა, სწორედ გარკვეული ვადებიც დასახელდა, საპატრიარქოც ჩაერია, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულ შედეგს ვერ ვხედავთ. რა თქმა უნდა, პროცესი ოდესღაც დამთავრდება, მაგრამ როდის იქნება და რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, ამაზეა ახლა საუბარი. ვნახოთ, გასაგებია, რომ არის მიმართვაში ასევე საუბარი იმაზე, რომ ჩვენ გვსურს, მშვიდობიანად მოვაგვაროთ ეს პროცესი და მოლაპარაკებები და სხვა ამგვარი რამ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ იმას, რომ მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს, მაგრამ რუსეთს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მოლაპარაკებების პროცესში, მაქსიმალურად ყოველთვის მოიგოს დრო და რეალურად შეასრულოს თავისი სტრატეგიული ამოცანა, რასაც ვხედავთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ვნახოთ, რა პასუხი იქნება რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ამავე დროს, ყოველდღიურად ალბათ ჩვენ დაგვჭირდება მომატება იმ ზეწოლის რუსეთზე, და ბუნებრივია სეპარატისტებზე იმისათვის, რომ ამ მომენტისთვის ეს პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდეს, რაც ეხება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას და ადამიანების გათავისუფლებას, ამის შემდეგ უკვე ძალიან მიზნობრივად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ პრევენცია მოხდეს ამგვარი ფაქტების. სწორედ ამიტომ იყო შეთავაზებული ის ქმედითი მექანიზმი, რაც შესაძლებელია, რომ სამომავლოდ სწორედ პრევენციის ერთ-ერთი საშუალება გახდეს, რაც ეხება ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და იქ ფიგურანტების სანქცირებას“,-აღნიშნა გიგი წერეთელმა.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)