2018-03-09 14:57:41, 1463 ნახვა
საზოგადოება
შუხუთი-აცანას მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივად აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, აღნიშნულ მონაკვეთზე განმეორებით ჩამოვიდა მიწა კლდის-ნაშალი. რის გამოც აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტორი: ,