12:01 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-08 15:41:39, 1881 ნახვა

საზოგადოება
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა 8 მარტი მსვლელობით აღნიშნა

ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა  2018 წლის 8 მარტი ფემინისტური ტურითა და მსვლელობით აღნიშნა.

საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა განსაკუთრებით გააქტიურდა მე–19 საუკუნის ბოლოდან, რასაც დაეფუძნა შემდგომი წლების ფემინისტური აქტივიზმი. ქალთა ჯგუფები კიდევ უფრო გაძლიერდნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში, თუმცა, გასაბჭოების შემდეგ მათი ისტორია დიდი ხნით იქნა დავიწყებული.

 ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრებმა  დღეს  ხმამაღლა მოითხოვეს საჯარო სივრცეში ადგილი ქალების ისტორიისთვის.

მათ ტურის ფარგლებში 5 ისტორიულად მნიშვნელოვანი ადგილი მოინახულეს და მათთან დაკავშირებული ფემინისტური ტექსტები წაიკითხეს.

ქალთა ჯგუფი თავდაპირველად თსუ I კორპუსის ეზოში შეიკრიბა.

მაშინდელ ვაჟთა გიმნაზიაში, 1917 წელს გამართულ საგანგებო სხდომაზე ერთ-ერთი პირველი სუფრაჟისტული ინტერვენცია ჰქონდა ფემინისტ ნინო ტყეშელაშვილს, სადაც მან წამოთქვა საჯარო სიტყვა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე.

შემდეგი ლოკაცია ფილარმონია (მუზასთან) იყო.

ამჟამინდელი კინოთეატრ ამირანის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა თბილისის საბებიო ინსტიტუტი. მისმა კურსდამთავრებულებმა (მათ შორის კატო მიქელაძემ, ნინო ნაკაშიძემ) მე-20 საუკუნის დასაწყისში ფემინისტური აქტივიზმი ქალთა ჯანმრთელობის უფლებების საკითხებით წამოიწყეს.

შემდეგ ფემინისტმა ქალებმა მეტრო რუსთაველზე(რუსთაველის ძეგლთან) გადაინაცვლეს.

მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა ეკატერინე გაბაშვილის სახლი-სასწავლებელი. მე-19 საუკუნის ბოლოდან ეს იყო ქალთა პირველი პროფესიული სასწავლებელი, სადაც ეკატერინე ღარიბ გოგონებსაც აძლევდა განათლების მიღების საშუალებას. შემდგომში სწორედ ეს სივრცე გახდა ბევრი ფემინისტური ინიციატივის წამოწყების ადგილი.

მეტრო რუსთაველიდან მსვლელობით ოპერასთან (კიბეებთან) მივიდნენ.

1917 წლის 19 ნოემბერს, მაშინდელ ‘სახაზინო თეატრში’ გაიმართა ეროვნული ყროლობა, სადაც ფემინისტ კატო მიქელაძეს სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მიეცა. შემდგომში კატომ თავისი სიტყვა წერილად გამოაქვეყნა გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“, რომელ მისი თაოსნობით იბეჭდებოდა 1917-18 წლებში.

მეხუთე ლოკაცია კი კანცელარია, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მონუმენტი (კანცელარიის წინ მოედანზე) იყო.

ფემინისტი ქალების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალებს განსაკუთრებულ წვლილი შეჰქონდათ ამ საზოგადოების მოღვაწეობაში, მონუმენტზე არც ერთი ქალის სახელი არ არის დატანილი.

ქართული ფემინიზმის ისტორიის 100 წლის შემდეგ 8 მარტის ფემინისტური ტური ამ და ბევრი სხვა ქალის ღვაწლის პოლიტიკური აღნიშვნის მიზანს ემსახურებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics