|
2018-03-08 15:39:07, 1800 ნახვა
საზოგადოება
„მე ვარ ქალი, აღიარე!“ - ტრანსგენდერი ქალების მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს
„მე ვარ ქალი, აღიარე!“ - ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერმა ქალებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ითხოვენ, რომ იუსტიციის სამინისტრომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შეცვლის საშუალება მისცეთ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „ქალთა მოძრაობის“ ლიდერმა ბაია პატარაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც საქართველოში ტრანსგენდერ ადამიანებს აწუხებს, პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლის არაჰუმანური პროცედურაა. „ტრანსგენდერ ქალებს დღეს მწვავე პრობლემები აქვთ. მათ ხშირად ესხმიან თავს, აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შერაცხყოფას, თუმცა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის ფაქტი, რომ ისინი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესს ვერ ცვლიან. ჩვენი კანონმდებლობა დოკუმენტში სქესის შეცვლას არ კრძალავს, თუმცა მოქალაქეებისგან მოითხოვს, რომ მათ სტერილიზება ჩაიტარონ. აღნიშნული პროცედურა ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, შესაბამისი ოპერაცია საქართველოში არ ტარდება და ამას არც დაზღვევა აფინანსებს. ამიტომ, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვითხოვთ, ამ ადამიანების უფლება იყო დაცული და მათ მიეცეთ შესაძლებლობა, თავიანთ პირადობაში შესწორება შეიტანონ“, - განაცხადა ბაია პატარაიამ. აქციაში 50-მდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აქტივისტებს ადგილზე ლგბტ თემის დროშა და სხვადასხვა შინაარსის ბანერები ჰქონდათ მიტანილი: „ნუ მართმევ სიცოცხლის უფლებას“, „პირადობის მოწმობაში შეცდომაა, გამოასწორე!“. ცოტა ხნის წინ ადგილზე მცირე ინციდენტი მოხდა. ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენლებმა კონტრაქცია გამართეს და ტრანსგენდერ ქალებს კვერცხები დაუშინეს. მათ იმ ტერიტორიაზე შესვლაც სცადეს, სადაც ტრანსგენდერი ქალები აქციას მართავდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა აღნიშნულის საშუალება არ მისცათ. პირი, რომელმაც აქციის მონაწილეებს კვერცხები ესროლა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ამ დროისთვის ტრანსგენდერი ქალების აქცია დასრულებულია.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)