|
2018-03-08 10:15:41, 1828 ნახვა
საზოგადოება
ვარკეთილში დაჭრილი მძროლების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა
ვარკეთილში დაჭრილი ერთ-ერთი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც კლინიკის ქირურგმა არჩილ ჯოგიაშვილმა განაცხადა, მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. "სასწრაფო ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა შუა ხნის მამაკაცი. აღენიშნებოდა ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები, შემავალი მუცლისღრუში. გაუკეთდა ოპერაცია, რადგან დაზიანებული ჰქონდა წვრილი ნაწლავი. ამჟამად პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში", - არჩილ ჯოგიაშვილი. რაც შეეხება კიდევ 3 მძღოლს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანს ჭრილობები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გუშინ მიიყვანეს. შეგახსენებთ, რომ გუშინ საღამოს,გახოკიძის ქუჩაზე, N150 ავტობუსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს ავტობუსში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა - 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს - ამავე ავტობუსის მძღოლებს: 1977 წელს დაბადებულ ა.ზ.-ს, 1965 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, 1967 წელს დაბადებულ ვ.ი.-ს და 1961 წელს დაბადებულ გ.კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)