13:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 16:16:39, 1866 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება

„ჩვენ შევთანხმდით, რომ „მაღალი დონის დიალოგი ინვესტიციებსა და ვაჭრობაზე“ შეხვედრის გამართვა მოხდება საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერისა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის დონეზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ საქართველო-შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს იქნება პირველი შეხვედრა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან მსგავსი ფორმატის ფარგლებში, სადაც ჩვენ განვიხილავთ ვაჭრობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის, როგორ უნდა გავხადოთ უფრო ღრმა ის დიალოგი, რომელსაც ვაწარმოებთ ორმხრივ ფორმატში. ეს ფორმატი ასევე იძლევა საშუალებას, განვიხილოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების შესაძლებლობა“.

EWG-ის შეხვედრა დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. ქართული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეს დავით ზალკალიანი.

ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფს თავმჯდომარეობას უწევენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ბრაიან მაკფიტერი, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწე ბროკ ბირმანი და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მმართველი დირექტორი კატერინა ნტეპი.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
სომხეთის პრემიერის სპიკერი უარყოფს ცნობებს საქართველოსთვის სოფლის გადაცემაზე შეთანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics