20:00 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 14:42:52, 1394 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: იმედს ვიტოვებ, პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ოკუპაციიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევაზე

"ევროპული საქართველის" წევრის სერგო რატიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასა და მასთან ერთად დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტს კონკრეტული რეაგირება არ მოუხდენია.

კაპანაძე იმედოვნებს, რომ პარლამენტი გაიზიარებს საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით და რეზოლუციას მიიღებს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ 2 კვირის წინ, როდესაც ჩვენ გავიგეთ ამ უბედურების შესახებ, რაც ცხინვალში მოხდა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით,  ამის შემდეგ დრო გავიდა და არც ცხედარია გადმოსვენებული, არც ის ორი ადამიანია დაბრუნებული, რომელიც მასთან ერთად იყო დაკავებული და სამწუხაროდ კონკრეტული რეაგირება არ ყოფილა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. იმედს ვიტოვებ, რომ ეს ეპოპეა ცხედართან დაკავშირებით მალე დასრულდება, ის ორი ადამიანი მალე დაბრუნდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე. ასევე იმედს ვიტოვებ, საქართველოს პარლამენტი მოახდენს ერთიან, ძლიერ რეაგირებას ამ გამოწვევასა და საფრთხეზე, რომელიც ოკუპაციიდან გამონდინარე არსებობს. ვიმედოვნებ, ის იდეა, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შექმნასთან დაკავშირებით, იქნება გაზიარებული და პარლამენტი მიიღებს რეზოლუციას",-განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics