10:59 - 10 May, 2026
|
2018-03-07 14:19:11, 1533 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაძლიერების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროექტის- „ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტყის მდგრადი მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და სატყეო სექტორში დონორი ორგანიზაციების დახმარების კოორდინაციის გაძლიერებაზე იმსჯელეს. ასევე, არალეგალური ტყითსარგებლობის ფაქტების აღმოფხვრის პრაქტიკისა და სოციალური ჭრების სისტემის უფრო მდგრადი და მოქნილი სისტემით ჩანაცვლების საჭიროება განიხილეს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვითი პროგრამის ხელმძღვანელი ალვარო ორტეგა, ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)