10:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-07 12:40:30, 1491 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურსი „წიგნიერი“ „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით წელს რეგიონებშიც ჩატარდება

23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი"  წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და ელექტრონული წიგნების სახლის  "საბა"  და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდება  თბილისის ფარგლებს. 

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ, სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, კონკურსის დღეს, ესეს დაწერა დაევალებათ.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები ;  კნუტ ჰამსუნის „შიმშილი", ალბერ კამიუს „დაცემა",  და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა" შეირჩა.

მოსწავლეებმა აღნიშნული წიგნები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერს", ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" წარმოადგენს, რომელიც სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნებით დაასაჩუქრებს, ასევე მათ ტექსტებს წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.  „საბას" რამოდენიმე ნომინანტი ასევე იქნება კონკურსის ჟიურის წევრი. თიბისი ბანკის მხარდაჭერით კონკურსი პირველად ასევე რეგიონებში - ქუთაისსა და ამბლორაულში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მიღების საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს , რომელიც კონკურსის პირობებს დააკმაყოფილებს. 

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა  მსურველებმა 16 აპრილამდე  შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 032 2971618 ან მიწერონ ეროვნული ბიბლიოთეკის facebook გვერდს

ესეების კონკურსი ჩატარდება:

ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

კონკურსანტი თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე 15 მაისს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics