|
2018-03-07 12:26:34, 835 ნახვა
რეგიონი
რა სიახლე ელოდებათ ტურისტებს მთიან აჭარაში
2018 წელს, აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მაღალმთიან აჭარაში ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირებასა და არსებულის განვითარებას გეგმავს. შედეგად, მაღალმთიან აჭარას სამი ახალი მარკირებული ტურისტული მარშრუტი შეემატება:
პროექტის ფარგლებში მარშრუტზე განთავსდება ტურისტული დაფები და მანიშნებლები, მარშრუტში მოინიშნება ზედ არსებული ყველა ტურისტული ობიექტი, მათ შორის საოჯახო-სასტუმრო სახლები, თავშესაფრები და კვების ობიექტები. ასევე, მომზადდება ინდივიდუალური ტურისტული რუკები, რომელთა ნახვაც მოგზაურებს ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. გასული წლის მსგავსად, სააგენტო უკვე არსებული და ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით გეგმავს ინფოტურებს ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის და გიდებისთვის მაღალმთიან აჭარაში. სოფლის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო მიდგომების გაცნობის მიზნით წელსაც გაიმართება სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ რეგიონის სტუმრებს აჭარაში ზღვასთან ერთად დახვდეთ მრავალფეროვანი მთის ტურისტული პროდუქტები. ეს იქნება ახალი და უკვე არსებული ტურისტული მარშრუტები მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით თუ ჩვენს მიერ დაგეგმილი საინტერესო ფესტივალები. ჩვენი მიზანია ტურისტებისთვის აჭარის მაღალმთიანეთი იყოს საინტერესო ადგილი მოგზაურობისთვის, რათა მათ ზღვაზე დასვენების პარალელურად შეძლონ მოინხულონ ჩვენი ეროვნული პაკრები, ულამაზესი მთიანი აჭარა თავისი ბუნებითა და სტუმართმოყვარე ხალხით. შემოდგომა საიტერესო იქნება ფესტივალებით. ჩვენ წელსაც ვუმასპინძლებს გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალსა და სოფლის ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“, რომლებიც ტრადიციულად სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. (NS)
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)