|
2018-03-07 11:24:13, 1354 ნახვა
საზოგადოება
„OGP“-ის გლობალური სამიტისთვის რეგისტრაცია დაიწყო
17-19 ივლისს საქართველოში გასამართი ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეხუთე გლობალური სამიტისთვის სპეციალური ვებ-გვერდი - http://ogpsummit.org სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვებ-გვერდის საშუალებით უკვე შესაძლებელია მონაწილეთა რეგისტრაცია და თემატური სესიებისთვის იდეების წარდგენა. სამიტის დღის წესრიგი ღია მმართველობის პროცესში ჩართული საზოგადოების მონაწილეობით ჩამოყალიბდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სერვისების მიწოდება; საზოგადოების ჩართულობა და ღია მიმართულება (Open Track) - ეს ის საკითხებია რომელზეც მსურველებმა სესიების/პანელების შესახებ წინადადებები უნდა წარმოადგინონ. წინადადებების წარდგენის და მონაწილეთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი. ვებ-გვერდი იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა და იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმართ ლოჯიქმა" „OGP"-ს საერთაშორისო სამდივნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა და ის ეტაპობრივად განახლდება. ვებ-გვერდზე განთავსდება სამიტისთვის თაობაზე ყველა საჭირო ინფორმაცია, დღის წესრიგი და სხვა. როგორც ცნობილია, საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გასული წლის სექტემბერში გახდა. საქართველომ პლატფორმის თავმჯდომარეობა საფრანგეთის მთავრობისგან გადმოიბარა. ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორობას 2018 წლის 1 ოქტომბრამდე (1 წლის ვადით) ხელმძღვანელობს. საქართველო „OGP"-ის რიგით მე-6 თავმჯდომარეა. დღემდე პარტნიორობას ხელმძღვანელობდნენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. საერთაშორისო დონეზე „OGP"-ის ფორმატში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. ღია მმართველობის პარტნიორობა 75 ქვეყანას აერთიანებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)