08:35 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 17:15:17, 1157 ნახვა

რეგიონი
„არ გადასცეთ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს!“ - ანტიქართული აქცია ცხინვალში

ოკუპირებულ ცხინვალში მოსახლეობამ ანტიქართული აქცია გამართა, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე 400-მდე ადამიანი შეიკრიბა. მათ ადგილზე კონფლიქტების დროს დაღუპული ოჯახის წევრების სურათები მიიტანეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა დე-ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდეს, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს არ გადასცეს.

"რატომ ატეხა საქართველომ აურზაური მათი ერთი მოქალაქის გარდაცვალების გამო, მაშინ როდესაც ჩვენ ასობით მოკლული გვყავს მათი ხელით. არ უნდა გადავცეთ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს, სანამ ისინი არ დაგვიბრუნებენ ჩვენს დაკარგულ ბიჭებს", - განაცხადეს აქციაზე.

მედიის ცნობით, აქციაში უმეტესწილად ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ ადგილზე ანტიქართული ტრანსპარანტები ჰქონდათ მიტანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics