10:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 16:07:31, 1865 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრთან“ დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

2017 წელს დაწესებულებების ოპტიმიზაციისა და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დაწესებულებების შპს „ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ და შპს „ალ.ქაჯაიას სახელობის სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ შერწყმა განხორციელდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ამის შემდეგ „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი“ ჩამოყალიბდა.

"ოპტიმიზაციის შედეგად გაერთიანებული ბიუჯეტისა და დაზოგილი ადმინისტრაციული ხარჯების საშუალებით, გასულ წელს აღნიშნულ დაწესებულებაში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები. ეტაპობრივად გაგრძელდება ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო სერვისების განვითარება, მათ შორის სამედიცინო აღჭურვის გაუმჯობესება. ისევე როგორც  სხვა  ფსიქიატრიული დაწესებულებები,  „აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთეობის ცენტრი“,  ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მონაწილეა, რომლის ბიუჯეტი 2017 წელს პირველად გაიზარდა 5 მლნ ლარით. ცვლილების შედეგად ამბულატორიული მომსახურების მიმართულებით თვიური ბიუჯეტი    7 000 ლარით გაიზარდა და  დღეს  12 000 ლარია, ხოლო სტაციონარული მომსახურების ყოველთვიური ბიუჯეტი 10 000 ლარით გაიზარდა და თვეში საშუალოდ 150 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა ცვლილება შევიდა ამბულატორიული მომსახურების სერვისშიც და პაციენტების განაწილება ტერიტორიული პრინციპით ხორციელდება. აღნიშნული ცვლილებებით გაჩნდა დაწესებულებების ინფრასტრუქტურის და სერვისების  გაუმჯობესების საშუალება, პროცესი აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
უნგრეთის პარლამენტზე 12 წლის შემდეგ ევროკავშირის დროშა გადმოფინეს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics