|
2018-03-06 15:11:55, 1662 ნახვა
საზოგადოება
გერმანიის შსს-ს წარმომადგენელი: საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და თავშესაფრის მოთხოვნის პირობა არ არსებობს
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელის, კრისტიან კლოსის განცხადებით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის პირობა არ არსებობს. კლოსის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი მკვეთრად გაზრდილია. "საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საკითხზე, რაც ჩვენი საერთო მიზანია. ჩვენი პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ გასული თვეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი. საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ამიტომ, გერმანიაში არ მიგვაჩნია, რომ თავშესაფრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა განაცხადი უარყოფილია და ყველა ქართველი დაბრუნდება საქართველოში, თუ საჭირო გახდა, იძულების წესითაც კი. მათ აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა", - განაცხადა კრისტიან კლოსიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)