|
2018-03-06 14:15:36, 3697 ნახვა
სამართალი
პოლიციელი ვალდებული იქნება, ძალადობრივ დანაშაულებზე შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის თანხმობის გარეშეც გამოსცეს
მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა დაამტკიცა. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, ცვლილებებით, ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გამოცემა მარტივდება. კერძოდ, მინისტრის თქმით, პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლება და ვალდებულება ექნება. გარდა ამისა, პოლიციელი დაარეგულირებს აგრესორის მიერ იარაღზე წვდომის უფლებასაც. ასევე, სიახლეა ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი, რასაც პირი საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ მოიხდის: ,,მთავრობამ ორი მთავარი ცვლილება გაიზიარა, რომელიც ოჯახში ძალადობას ეხება. პირველი არის ის რომ ძალადობრივ დანაშაულებზე პოლიციელს აღარ ექნება უფლებამოსილება, რომ მსხვერპლის ნების მიხედვით გამოსცეს, ან არ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რადგან ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსხვერპლი ითხოვს შემაკავებელი ორდერის გამოცემას და შემდეგ იცვლის აზრს და ამბობს, რომ შემაკავებელი ორდერი აღარ სჭირდება, შესაბამისად პოლიციელს ძალადობრივ დანაშაულებზე და შემთხვევებზე ექნება შემაკავებელი ორდერის ყველა შემთხვევაში გამოცემის უფლებაც და ვალდებულებაც. ასევე იარაღზე წვდომა, ასეთი დანაშაულების შემთხვევაში, პოლიციელმა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად უნდა დაარეგულიროს და თქვას შეეზღუდოს თუ არა აგრესორს იარაღზე წვდომა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის იარაღის წვდომაზე შეზღუდვა, როგორც დამატებითი სასჯელი. როდესაც განისაზღვრება ძირითადი სასჯელი, მაგალითად ძალადობისთვის, მუქარისთვის, წამებისთვის, ცემისთვის, გაუპატიურებისთვის, ან სხვა, ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს ეძლევა უფლება, რომ დამატებითი სასჯელის სახით ბრალდებულს იარაღზე წვდომა შეუზღუდოს. ასეთი დამატებითი სასჯელის მოხდა დაიწყება მას შემდეგ, რაც პირი გათავისუფლდება საპატიმროდან, ანუ მოიხდის სასჯელს”,-აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)