|
2018-03-06 13:25:50, 1386 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე: გივი მიქანაძე კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის აპარატის გაძლიერებას უკავშირდება
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა, რომ პარლამენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ნათენაძის თანამდებობიდან გათავისუფლება ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. მისი თქმით - ეს პარლამენტის შიდა სამზარეულოა და ამაზე კომენტარების გაკეთება საჭიროდ არ მიაჩნია. „ეს არის, ზოგადად, შიდა სამზარეულო. შესაბამისად, კომენტარების გაკეთება არა მგონია იყოს საჭირო. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვუარყო ეს ინფორმაცია. არავითარი კავშირი ამას ფინანსებთან არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. დანარჩენი, ეს არის ჩვენი შიდა საკითხები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, რომ პარლამენტის აპარატის უფროსი, ბატონი გიორგი მიქანაძე, საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი პარლამენტი და მისი აპარატი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, გივი მიქანაძე გუშინ წარუდგინა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)