01:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:27:00, 1629 ნახვა

სამართალი
გახარია გერმანიის შსს-ს დელეგაციის ვიზიტზე: შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ქართული მხარე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით კვირის ბოლოს ევროპოლში შეხვედრებს გამართავს.

ამასთან, გახარია საქართველოში გერმანიის შს სამინისტროს წარმომადგენლობის ვიზიტსაც გამოეხმაურა. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა ტექნიკირი ხასიათისაა და შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებას არ უკავშირდება.

"არა რა თქმა უნდა არ იქნება საუბარი შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე. ეს არის ტექნიკური მისია. ამ ტექნიკურ მისიასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა უწყებებში საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი გახლავთ თავშესაფრის მაძიებელთა ზრდა გერმანიაში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლოს ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც გვექნება საუბარი კონკრეტულ მექანიზმებზე. გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება სერიოზული არგუმენტი არსებულ გამოწვევებზე პასუხისთვის",-განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics