08:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 11:43:12, 1641 ნახვა

საზოგადოება
გერმანიის საელჩო - იანვარში, 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი და მათგან თითქმის 100%-მა უარი მიიღო

„მხოლოდ იანვარში, 700-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში და მათგან თითქმის 100%-მა უარი მიიღო“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს იფნორმაციაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოში აცხადებენ, რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ვიზალიბერალიზაციას იმისათვის, რომ გერმანიაში თავშესაფარი მოითხოვოს.

გერმანიამ, როგორც ათეული წლების მანძილზე საქართველოს მჭიდრო პარტნიორმა და მეგობარმა, 2017 წლის მარტში მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისათვის. ამასობაში 200 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა. უვიზო მიმოსვლა ემსახურება ასევე გერმანიასა და საქართველოს შორის მრავალფეროვანი კულტურული, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კონტაქტების გაღრმავებას.

მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს მოქალაქეების სულ უფრო მზარდი რიცხვი იყენებს ამ თავისუფლებას იმისათვის, რომ მოითხოვოს გერმანიაში თავშესაფარი მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მათგანი თავშესაფრის მიღებაზე უარს იღებს. ვიზალიბერალიზაციამდე პერიოდთან შედარებით თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. მხოლოდ იანვარში შვიდასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში. მათგან თითქმის 100%-მა მიიღო უარი. მსგავსი სიტუაცია შეინიშნება ასევე ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics