|
2018-03-06 09:29:03, 1282 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო ექსპერტები შეისწავლიან
ქვეყნის პოტენციალისა და არსებული მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ჯგუფი ეწვია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვიზიტი საქართველოს პრემიერ მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები. ექსპერტები ვიზიტის ფარგლებში შეხვდებიან საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დიმიტრი ქუმსიშვილს, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს ზურაბ ალავიძეს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშილს. შეხვედრის ორგანიზებას საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი და ეკონომიკის სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია" უწევს. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები 7 მარტს მოინახულებენ გუდაურსა და ყაზბეგს, 8 მარტს კი ბორჯომ-ბაკურიანს. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სამთო კურორტების განვითარებაა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება საქართველოში საერთაშორისო დონის შეჯიბრებების მასპინძლობა, რაშიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტების მაღალი შეფასებები და მათთან თანამშრომლობა. მთის კურორტების განვითარებისა და საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის მიმართულებით, ოლიმპიური კომიტეტის სათაო ოფისიდან ექსპერტების ვიზიტი, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ საქართველომ 2030 წელს ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)