|
2018-03-05 20:51:38, 2229 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის აპარატს გივი მიქანაძე უხელმძღვანელებს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, გივი მიქანაძე წარუდგინა. „მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის ახალი უფროსი, რომელიც ერთი კვირის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე და 1 მარტიდან აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის აპარატის ახალი უფროსი პროფესიით იურისტია, განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. საქმიანობდა საჯარო, სამოქალაქო, არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის, სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროპის საბჭოსა და გაეროს განვითარების ორგანიზაციაში. ბოლო პერიოდში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს რექტორის თანამდებობა. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე ამსტერდამის უნივერსიტეტში. აქვს აკადემიური გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში. არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. „მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს არის ძალიან დიდი ნდობა და პასუხისმგებლობა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის უმთავრესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატის ხელმძღვანელობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა და იმ სტანდარტების მიღწევა, რომელიც აპარატმა უნდა განახორციელოს, არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პარლამენტის ეფექტიანობა და ხარისხი იყოს შენარჩუნებული და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონშემოქმედებითი საქმიანობა, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს წარიმართოს ისე, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შეეფერება",-განაცხადა გივი მიქანაძემ. აპარატის უფროსმა თანამშრომლებს აპარატის უფროსის მოადგილე, დავით გელაშვილი წარუდგინა და მისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა აპარატის უფროსს და აპარატის უფროსის მოადგილეს მომავალ საქმიანობაში და პარლამენტის აპარატს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გადაგიხადოთ მადლობა თითოეულ თქვენთაგანს თქვენი საქმიანობისთვის, თქვენი შრომისთვის. თქვენს საქმიანობას და შრომას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რასაც პარლამენტის გამართული ფუნქციონირება ჰქვია",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)