08:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-05 18:12:20, 2358 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: კომპანია „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  კომპანია „ბადაგონში“  მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს:

„დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს. ბიზნესის ინტერესი  მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია;  ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო.

გარემოს დაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროაცხადებს, რომკომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ  მოახდენს. სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს „ბადაგონთან“ და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება“,-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics