|
2018-03-05 13:24:45, 1434 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: ევროპარლამენტარებმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი დაუჭირეს
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა. ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შემუშავებას მხარი უკვე დაუჭირეს იმ ევროპარლამენტარებმა, რომლებმაც „მაგნიტსკის სიაზე“ იმუშავეს. დღეს მნიშვნელოვანია კონკრეტული საერთაშორისო ნაბიჯების გადადგმა და „ქართული ოცნება“ ამას არ აპირებს. ამ სიის შემუშავებაზე უარის თქმა იქნება საზიანო და უდიდესი შეცდომა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მტერს, რომელიც გაიტაცებს და აწამებს საქართველოს მოქალაქეებს, უნდა ესმოდეს რომ ისინი ვერ მოახერხებენ გაიხარონ ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა”, - განაცხადა კანდელაკმა. ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც "ევროპული საქართველო" მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს წარადგენს.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)