|
2018-03-05 12:05:49, 1553 ნახვა
პოლიტიკა
2025 წლისათვის საქართველოს მშპ-ის 7-8% რეგიონულ და მუნიციპალურ ბიუჯეტებს გადაეცემა
პარლამენტში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვის წარდგენა მიმდინარეობს. ახალი კონცეფციის წარდგენას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალ ხედვაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და პრემიერმა ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ახალი კონცეფცია მეტ შესაძლებლობებს ანიჭებს ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ასევე ფინანსური რესურსების განკარგვის საკითხებში. პარლამენტის თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ახალი ხედვის შესაბამისად განხორციელდება. კობახიძის თქმით, ფისკალური დეცენტრალიზაციის შედეგად საგრძნობლად გაიზრდება თვითმმართველობის ბიუჯეტი, რაც შესაძლებლობას მისცემს მას, ეფექტურად განახორციელოს თავისი უფლებამოსილება, აამაღლოს ადგილობრივ საჯარო მოხელეთა პროფესიული დონე, უკეთესი მომსახურება მიაწოდოს მოსახლეობას. დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ეროვნული ხედვა რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მიმდინარე რეფორმის ნაწილია, რომელსაც აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა და შეიცარიისა და ავსტრიის მთავრობები. „ძლიერ და ეფექტურ თვითმმართელობას უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებისდა და სერვისების დაახლოება მოქალაქეებთან, მორგება მათ მოთხოვნებზე და ადამიანთა უშუაქლო ჩართვა გადაწყვეტილების მიღებისა და მმართველობის პროცესში. ახალი ხედვის შემუშავებით საქართველო სწორედ ამ სტანდარტს უახლოვდება“,-ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში ნილ სკოტი. დეცენტრალიზაციის ადა ადგილობრივი თვითმართველობის ახალ ეროვნული ხედვის წარდგენას მოჰყვება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელსაც საქართველოს პარლამენტი 2018 წელს დაამტკიცებს.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)