19:33 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-03 16:02:40, 734 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ღვაწლმოსილ პედაგოგებს დედის დღე მიულოცა

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად მაღალმთიან აჭარას სტუმრობდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა ქედაში და შუახევში მცხოვრები მრავალშვილიანი პედაგოგი დედები, მეხფულე ცეცხლაძე და ცისანა აბუსერიძე მოინახულა და გაწეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის  მადლობა გადაუხადა.  

,,ყველა დედას მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - დედის დღე! ვუსურვებ მათ ჯანმრთელობას, სიკეთეს, წარმატებებს. დღეს ჩვენ ვსტუმრობთ მაღალმთიან აჭარას. დედის დღე მივულოცეთ ღვაწლმოსილ და მრავალშვილიან პედაგოგ დედებს, რომლებიც მრავალი წლის  მანძილზე ეწეოდნენ პედაგოგიურ მოღვაწეობას და თავის ქვეყანას  არაერთი ღირსეული თაობა აღუზარდეს", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქალბატონებს დღესასწაული ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, საქართველოს პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

დედის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელთაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე შეკრებილ ღვაწლმოსილ, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ქალბატონებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics